გრინვეი აკადემია წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების ტრენინგ ცენტრს, რომლის სამუშაო პროცესშიც შემუშავდა სასწავლო მოდულები, რომლებიც დაეხმარება ახალი პროფესიის, "ავტომობილების ტექნიკური ინსპექტორის", გაძლიერებას. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტექინსპექტირების რეფორმის განმტკიცებასა და ერთიანი სტანდარტების დანერგვას, ყველა მომავალი თუ უკვე არსებული ინსპექტორისთვის. პროექტი USAID-სა და „გრინვეი საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.
გრინვეის თანამშრომელთათვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ასევე უშუალოდ ტრენერთათვის ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 1 თებერვალს შედგა პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები:
ედუარდ ფერნანდესი -
CITA-ს (სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) აღმასრულებელი დირექტორი;
ჰანს-იურგენ შიმპგენი –
Applus-ის ვიცე პრეზიდენტი; საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ღონისძიების მსვლელობისას დეტალურად იქნა მიმოხილული სასწავლო მოდულები, ვიდეო გაკვეთილები, სასწავლო პლატფორმის academy.greenway.ge სამუშაო პრინციპები და შესაძლებლობები.