„გამართე ან გამორთე“
08 April, 2019

„გრინვეი საქართველომ“ პროექტ „გამართე ან გამორთეს“ ფარგლებში მოზარდების ჯგუფს უმასპინძლა.

გრინვეი საქართველო“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის აგრძელებს მუშაობს.

 

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების და საგზაო უსაფრთხოების ზოგად საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროექტის „გამართე ან გამორთეს“ ავტორია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. „გრინვეი საქართველო“ კამპანიის მხარდამჭერია.

 

ტექნიკური ინსპექტირება მნიშვნელოვანია როგორც საგზაო შემთხვევათა შესამცირებლად, ასევე ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ათწლეულების განმავლობაში არ მოქმედებდა საქართველოში, შესაბამისად მოიმატა  გაუმართავმა და მოძველებულმა ავტოპარკმა, რომლის 91% 11 წელს გადაცილებულია, ხოლო მთლიანი ავტოპარკის 41% 20 წელზე ძველია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა პროცესში, რომლებიც მომავალში პოტენციური მძღოლები არიან.

 

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში „გრინვეი საქართველომ“ ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლა იმერეთიდან, რომლებიც ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესს გაეცნენ. 30 მოზარდი, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და გზებზე უსაფრთხოების შესახებ მიღებულ ცოდნას, უკვე თავის რეგიონში სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებს.

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება ბავშვების სხვა რეგიონებიდანაც ჩამოყვანა.

 

სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის  10 სერვი ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, მაღალთიანი მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

 

სს „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი „Applus“, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და „გრინვეი“ მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 52 მლ ინვესტიცია და შექმნა 330 სამუშაო ადგილი.