ტექდათვალიერება, ელექტრომობილები, e-space დამტენები
12 March, 2021

ამ ბლოგში გვინდა გესაუბროთ ელექტრომობილსა და მის უპირატესობებზე, სხვა ავტომობილებთან შედარებით.

 

მოგეხსენებათ, ელექტრომობილი გადასაადგილებლად იყენებს ერთ ან მეტ დატენვად ელემეტს და მასში აკუმულირებულ ელექტრო ენერგიას, რომელსაც ინახავს და შემდგომ იყენებს მოძრაობისას. მას არ გააჩნია საწვავის ავზი.

ალბათ, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ელექტრომობილის შექმნის ისტორია საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის, და ის კონკრეტულად მე-19 საუკუნეში, 1837 წელს შეიქმნა შოტლანდიაში-აბერდინში. ამ ტექნოლოგიამ იმდენად სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომ მალევე, ნიუ-იურკისა და ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა ელექტრო აკუმულატორებით აღჭურვილი ტაქსები.

 

მსოფლიოს მსხვილი ავტომწარმოებლები, ბოლო ათწლეულებია აქტიურად აწარმოებენ ელექტრომობილებს, აღნიშნულმა პროდუქტმა საზოგადოებაში მალევე მოიპოვა პოპულარობა. რადგან ელექტრომობილებს სხვა შიგაწვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია.

 

პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელექტრომობილი თითქმის ან საერთოდ არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს გარემოში, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა კლიმატის შენარჩუნებას.


მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ არ იყენებს არანაირი ტიპის საწვავს, რაც რა თქმა უნდა მის ეკონომიურობას უსვამს ხაზს. ასევე, ელექტრომობილი გამოირჩევა დაბალი საექსპლუატაციო ხარჯითაც, რადგან გადაადგილებისას ჩართულია უფრო ნაკლები მამოძრავებელი დეტალი. მოძრაობისას თითქმის არ გამოყოფს ხმას, რაც მშვიდს და კომფორტულს ხდის მგზავრობას.

 

ელექტრო ავტომობილს, ტექდათვალიერების პროცესშიც აქვს უპირატესობა, მას არ უტარდება გამონაბოქვის ტესტი. ეს რათქმაუნდა ფასზეც აისახება, ნაცვლად 60 ლარისა, მომხმარებელი იხდის 20%-ით ნაკლებს, რაც 48 ლარს შეადგენს.

 


გრინვეის მიზანია შექმნას უკეთესი ეკოლოგიური გარემო ჩვენს ქვეყანაში. კომპანიამ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თბილისში მდებარე ხუთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში გამოყო ადგილი და ი-სპეისთან პარტნიორობით განათავსა ელექტრომობილების დამტენები, რომლის მოხმარებაც წელიწადნახევრის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლოთ ელ.მობილის მფლობელებს. 

დასამუხტი სადგურით სარგებლობისათვის, საჭიროა მომხმარებლებმა ჩამოტვირთონ ი-სპეისის ახალი აპლიკაცია (iOS: https://bit.ly/2Tj6XvE , Android: https://bit.ly/2CrBHFn), რომლის საშუალებითაც ხდება დამტენების გააქტიურება. აპლიკაციაში მოცემულია ქსელში არსებული ყველა დამტენის ადგილმდებარეობა და მათი სტატუსები (თავისუფალია, დაკავებულია, არ მუშაობს). შეგახსენებთ, რომ ი-სპეისის ქსელში განთავსებულია 85-მდე საშუალო დამუხტვის და 7 სწრაფი დამტენი მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული პროექტი ემსახურება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

 

გაიგე როდის გიწევს ტექდათვალიერება, ვებ-გვერდიდან: https://umartivesad.ge და მოემზადე გრინვეიში ვიზიტისთვის. 
კითხვების შემთხვევაში დაგვირეკე: 0322997777