სტაჟირება გრინვეიში
04 July, 2019

კომპანია გრინვეი აცხადებს სტაჟირებას ტექნიკურ დეპარტამენტში ტექდათვალიერების ინსპექტორი-სტაჟიორის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: ყვარელი, დედოფლისწყარო, წალკა, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, დუშეთი, ბორჯომი, საჩხერე, ამბროლაური, ხობი, ლანჩხუთი, სამტრედია, ოზურგეთი, ფოთი, ქობულეთი.

 

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

სასურველია, ავტომომსახურებაში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;

საურველია, ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;

აუცილებელია, მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია, C, D, E კატეგორიებიც);

ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;

პუნქტუალურობა;

დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სტაჟირების პროგრამის შინაარსი:

​​​​​​​

პროგრამაში ჩართული სტაჟიორები სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიანი სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატების მონაცემები განთავსდება კომპანიის სარეზერვო ბაზაში და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მოხდება მათი დასაქმება ვაკანტურ პოზიციაზე.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 10 აგვისტომდე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება და რეგიონი - ტექდათვალიერების ინსპექტორი-სტაჟიორი“.

 

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

 

კომპანიაგრინვეი საქართველოში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიაგრინვეი საქართველოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.