ყველაფერი მოპედის რეგისტრაციის შესახებ
21 February, 2022

2021 წლის დეკემბერში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციაში იგულისხმება სახელმწიფო ნომრის მინიჭება და ტექპასპორტის აღება (იგივე რეგისტრაციის მოწმობა).

 

ცვლილება შეეხო მოპედებს, მსუბუქ კვადროციკლებს, ასევე სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორიას, კერძოდ - მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

 

 

რა ვადებში უნდა დავარეგისტრირო და რა ღირს?

 

2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით  მოპედების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

 

2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება. თუმცა, 26 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს საშეღავათო პერიოდი, რომლის დროსაც საფასური 40 ლარს შეადგენს. 27 თებერვლიდან მომსახურების საფასური გახდება 60 ლარი.

 

სად შემიძლია რეგისტრაცია?

 

მოპედის რეგისტრაციას შეძლებთ  შსს მომსახურეობის სააგენტოში.

 

ვის დავუკავშირდე?

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურეობის სააგენტოს - 032 2 41 91 91.