კომპანია გრინვეის სასიამოვნო სიახლე აქვს მომხმარებლებისათვის, ზაჰესის გარდა, ახლა უკვე დამატებით ორ მისამართზე, ფოთსა და თბილისში შესაძლებელია ტექდათვალიერების გარდა, ADR და ECMT-ს შესაბამისობის ოქმის მიღება საერთაშორისო და სახიფათო ტვირთების გადაზიდვისთვის.
ADR (European Agreement on Transport of Dangerous Goods on Road) – „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ “ ევროპული შეთანხმებაა, რომელიც დაიდო 1957 წლის 30 სექტემბერს ქ . ჟენევაში. საქართველოს მთავრობის დადგენილება №89
ტექნიკური რეგლამენტი – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი შემუშავებულია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
რეგლამენტი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პირობებს, გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (შემდგომში – ADR) და წინამდებარე რეგლამენტის დებულებები არ გამოიყენება, სახიფათო ტვირთის გადამზიდავ სატრანპორტო საშუალებების კონსტრუქციასთან და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვებასთან და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობის გაცემის პირობებს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.
რეგლამენტის მიზანია:
1) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული გაერო-ს წესებისა და ADR-ის დებულებების მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა;
2) ADR-ს დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
3) სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისას მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე, საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესება ;
4) სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისას საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების, საგანგებო სიტუაციების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენცია.
ADR - ის თვის ოქმის მისაღებად ტექდათვალიერება ხდება წელიწადში ერთხელ.
ADR - სახიფათო ტვირთების გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება
ინსპექტირების ცენტრი:
თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 103 (საქლადა)
ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია – სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია, დაარსებული 1953 წელს, რომლის წევრიც არის საქართველო 2000 წლის 1 ივნისიდან.
სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი:
ტექნიკური რეგლამენტი „სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (შემდგომში – ECMT-ს) კვოტების სისტემაში გამოყენებისათვის „EURO 3 უსაფრთხო“, „EURO 4 უსაფრთხო“, „EURO 5 უსაფრთხო“, „EEV უსაფრთხო“ და „EURO 6 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ტექნიკურ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების გამცემ ორგანოებს, სერტიფიკატის გაცემის, გამოცვლის, გაუქმების, გამოყენების პირობებს.
ECMT სერტიფიკატის მისაღებად, სავალდებულოა პერიოდული ტექდათვალიერების გავლა.
ECMT - საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების: სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის ტექდათვალიერება
ინსპექტირების ცენტრი:
თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 103 (საქლადა)