როგორ ხვდება გამონაბოლქვი ჩვენს საკვებში
05 June, 2019

თუ თქვენ ავტომობილი გყავთ და ხშირად გადაადგილდებით, A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელად საწვავის გამოყენება აუცილებლად გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, თქვენ ყოველდღიურად გარემოზე მნიშვნელოვნად ახდენთ ზეგავლენას, გამონაკლისი მხოლოდ ელექტრო მანქანაა, რომელიც განახლებად ენერგიაზე მუშაობს.

როდესაც მანქანის ძრავი ჩართულია, გამოიყოფა სხვადასხვა სახის მომწამლავი ნივთიერებები. ყურადღება გასამახვილებელია ნახშიროჟანგზე და სხვა სახიფათო ნაწილაკებზე, რომლებიც შეიცავენ კარცეროგენებს, აზოტის ოქსიდებს, გოგირდის ოქსიდებს; ასევე მყარ ნივთიერებებს, როგორიც არიან ლითონი და ჭვარტლი.

სწორედ ეს ემისიები მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქმნიან სმოგს, რომელიც შეიცავს ოზონსა და მხუთავ აირს. ამ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად ებრძვიან.

2016 წელს, ლონდონის მერიის გადაწყვეტილებით, ინგლისის დედაქალაქში მოხალისეებმა საინტერესო პროექტი წამოიწყეს. გუნდები ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და მძღოლებს, რომლებიც გაჩერებული იყვნენ, სთხოვდნენ, რომ ძრავა გამოერთოთ.

მათ შავი ნახშიროჟანგის ხარისხი შეამოწმეს — მავნე მინარევი, რომელსაც მანქანა გამოსცემს, დაკავშირებულია ფილტვებისა და გულის დაავადებებთან. პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ადგილებში ჰაერში ნივთიერების ხარისხი 36%-ით შემცირდა.

გარემოს დაბინძურება

 

ფოტო: Maria Kellerac

 

და მაინც, ზუსტად რა გავლენა აქვს მანქანის მიერ გამოწვეულ დაბინძურებას გარემოზე?

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი გარემოზე რამდენიმენაირად მოქმედებს. მანქანები ავრცელებენ სათბურ გაზებს, რომლებიც უკვე ვიცით, რომ მოიცავს ნახშიროჟანგს, რასაც, თავის მხრივ, გლობალურ დათბობამდე მივყავართ.

ნაწილაკები ვრცელდება ნიადაგსა და წყალში, რომელიც საბოლოოდ, საკვებამდე მიდის. ამ ნივთიერებებს გავლენა აქვთ ცხოველების რეპროდუქციულ, სასუნთქ, იმუნურ და ნევროლოგიურ სისტემაზე.

აზოტისა და გოგირდის ოქსიდები კი მთავარი პირობაა ისეთი მოვლენის, როგორიცაა მჟავური წვიმა. ეს ცვლის წყლისა და ნიადაგის მჟავიანობის ხარისხს, რასაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზმის დაზიანება, რომელიც ამ წყაროებზეა დამოკიდებული.

 

ოზონის შრე

 

ფოტო: NASA

 

ოზონის შრე მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დედამიწაზე სიცოცხლეს იცავს, მაგრამ ადამიანების მოქმედებებმა ამ "დამცავი ფარის" განადგურების დაჩქარებას ხელი შეუწყო.

ნივთიერებები, რომლებიც ოზონის შრის შემცირებაზე მოქმედებენ, გამოირჩევიან ქლორისა და ბრომის ატომების მაღალი კონცენტრაციით, ისინი მოიცავენ ქლოროფტორკარბონებს, ფრეონებს, რკინის ბრომიდს, ტეტრაქლორიდს და რკინის ქლოროფორმს.

მანქანის გამონაბოლქვი ქლორინისა და ბრომის შემცველ მძიმე ნივთიერებებს დაბალი ხარისხით შეიცავს, ამიტომ, ოზონის შრის განადგურებაში მისი როლი არც ისე მაღალია. თუმცა, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) მიიჩნევს, რომ ნახშირწყალბადს ოზონის შრის დამაზიანებელი პოტენციალი არ გააჩნია.

 

 

ავტომობილის სითხე

 

ფოტო: NYT

 

სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა სახის თხევად ნივთიერებებს ატარებენ. მათ შორისაა საავტომობილო ზეთი, ანტიფრიზი, ბენზინი, ჰაერის გამაგრილებელი, სამუხრუჭე, ჰიდრავლიკური და ა.შ.

უმეტეს შემთხვევაში, ეს სითხე ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმს წამლავს და გაჟონვის ან არასწორი განთავსების შემთხვევაში, აბინძურებს წყალსაცავებს.

ხშირად, საავტომობილო სითხე წარმოშობს სითბოს და თუ ძრავი ჩართულია, ჟანგბადში ქიმიურ ცვლილებებს იწვევს. ის ძრავიდან სხვადასხვა მომწამვლელ ნივთიერებებს გარეთ გამოყოფს, რომელიც გარემოსთვის კიდევ უფრო საშიშია.

მანქანები, რომლებიც 1994 წლამდე აწარმოეს, გამაგრილებლად CFC-12-ს იყენებს. ამ ნივთიერებას ამერიკაში აღარ იყენებენ, რადგან მას ოზონის შრეზე გამანადგურებელი ეფექტი აქვს. ხელმისაწვდომია ალტერნატიული გამაგრილებელი სისტემებიც, თუმცა ნეგატიური გავლენა მათაც აქვთ.

იმისთვის, რომ თქვენმა მანქანამ საფრთხე არ შეუქმნას გარემოს და თქვენს ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობას, აუცილებელია ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს. ტექინსპექტირების გავლის შემდეგ, დარწმუნდებით, რომ გამონაბოლქვის რაოდენობა მცირეა და გარემოზე დიდად არ ზემოქმედებთ, ამ პროცესის გავლა კი გრინვეიში უმარტივესად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. 

წყარო: SFGATE

სტატია მომზადებულია on.ge  - ის მიერ