თუ მეორადი მანქანის შეძენას აპირებ:
1. აუცილებლად დაინტერესდი რატომ იყიდება მანქანა. როდესაც მანქანას კონკრეტული პირისგან ყიდულობ, და არა კომპანიისგან, რთულია გარანტიებზე საუბარი, ამიტომ აუცილებელია იცოდე ის მიზეზი, თუ რატომ ყიდის ამჟამინდელი მფლობელი ავტომობილს.
2. კარგად გაარკვიე მანქანის ასაკი - ავტომობილების უმეტესობა, ცვეთის გამო, თავდაპირველი ღირებულების საშუალოდ 60%-ს, მოხმარების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ კარგავს.
3. არის თუ არა მანქანა ნაავარიევი - აუცილებლად დაინტერესდი მანქანა წარსულში არის თუ არა ავარიაში მოყოლილი, დაადგინე ზუსტად რა იყო დაზიანებული და რა შეკეთდა. ამის გარკვევა მეპატრონესთან კომუნიკაციის გარდა, სხვა საშუალებებითაც შეიძლება.
4. მეორადი მანქანები, როგორც წესი, ხშირად პრობლემატურია. ყიდვამდე ზუსტად უნდა იცოდე რომელი ნაწილი ვერ მუშაობს გამართულად, რა დაგიჯდება მისი გამართვა და კარგად გააანალიზე გიღირს თუ არა შეძენის ფასთან ერთად დამატებითი ფინანსური რესურსის ჩადება.
5. კარგად გაარკვიე, ხელმისაწვდომია თუ არა მანქანის ტექპასპორტი, წინა ტექინსპექტირებების დამადასტურებელი ანგარიში, როდის ჩაუტარდა ბოლოს ინსპექტირება და ხარვეზების ქონის შემთხვევაში, ჩაეძიეთ რა იყო კონკრეტული პრობლემა.
6. ჰკითხე მეპატრონეს, მანქანა ხომ არ არის ლომბარდში ან ხომ არ ადევს ყადაღა.
7. აუცილებლად გაიგე როდისაა შეცვლილი ზეთი, როგორც ძრავში, ასევე გადაცემათა კოლოფში.
8. შეძენამდე გატესტე ავტომობილი - აუცილებლად გაატარე მანქანა ყიდვამდე თავად, რომ უკეთ შეძლო ხარვეზების ან უპირატესობების იდენტიფიცირება.
9. თუ ყველა რჩევის გათვალისწინებით გადაწყვიტე მეორადი მანქანის შეძენა, მომავალი ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მანქანა შეძენამდე თავად წაიყვანო ტექინსპექტირებაზე, რომ საბოლოოდ დარწმუნდე ავტომობილის ავკარგიანობასა და შენი გადაწყვეტილების სისწორეში. თუ ტექინსპექტირებას ავტომობილს შეძენამდე ჩაუტარებ და შემდგომში იყიდი მას, ინსპექტირების ვადა ავტომატურად გადაყვება, სახელმწიფო ნომრისა და მფობელის შეცვლის შემთხვევაშიც.