საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ცენტრმა“ „გრინვეის“ აკრედიტაცია დამატებით ორ ახალ მიმართულებაზე მისცა.
„გრინვეიმ“ მიიღო აკრედიტაცია, რომ გასცეს N2; N3; O3; O4 კატეგორიების სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტექნიკური მდგომარეობის ტესტირების ოქმი.
იმისთვის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა განახორციელონ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის მიხედვით, მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი სერთიფიკატი. ამ სერტიფიკატს კი გასცემს სსიპ „სახმელეთო ტრასპორტის სააგენტო“, ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობაზე ტესტის საფუძველზე. „გრინვეის“ ქსელში აღნიშნული ტესტის (ECMT) გავლა შესაძლებელია თბილისში, ზაჰესი, მშვიდობის ქ.104-ში მდებარე „გრინვეის“ სერვის ცენტრში.
ასევე, „გრინვეის“ აკრედიტაციის სფეროებს დაემატა M1; N1; N2; N3; O3; O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასება („სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმება (შემდგომში – ADR).
სახიფათო ტვირთის გადამზიდავ სატრანპორტო საშუალებების კონსტრუქციასთან და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნების ტექნიკური შესაბამისობის შეფასების ოქმის საფუძველზე, როგორც პირველ შემთხვევაში, ე.წ ADR - დასაშვებობის ნებართვას გასცემს სსიპ „სახმელეთო ტრასპორტის სააგენტო„. აღნიშნული ნებართვა, გარდა საერთაშორისო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 1 სექტმებრიდან სავალდებულოა ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართულ სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც.
M1; N1; N2; N3; O3; O4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაშვებად შესაბამისობის შეფასების (ე.წ ADR) მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში: ზაჰესი, მშვიდობის ქ.104-ში მდებარე „გრინვეის“ სერვის ცენტრში და ასევე, ქ. ფოთში, გ.კოკაიას ხეივანი #1-ში მდებარე სერვის ცენტრში.