ეკო-მართვა - ახალი კატეგორია მართვის მოწმობის თეორიულ ნაწილში
22 September, 2023
მართვის მოწმობის თეორიულ ნაწილში კითხვებს ახალი კატეგორია, სახელწოდებით ეკო-მართვა დაემატა.
 
 
კითხვების დამატების მიზანია მომხმარებელში გაზარდოს ცოდნა სხვადასხვა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, როგორ ვმართოთ მანქანა და როგორ მოვიქცეთ გარკვეულ სიტუაციებში, რათა თავიდან ავირიდოთ ბუნებრივი რესურსების (ამ შემთხვევაში საწვავის) მოხმარების გადამეტება ა.შ.
 
 
მაგალითად, რას უნდა მოვერიდოთ ავტომობილით მგზავრობისას, რათა არ დავაბინძუროთ გარემო მავნე ნივთიერებებისაგან. როგორ მოვიქცეთ საწვავის ჩასხმისას ან როგორ ავიცილოთ საწვავის გადამეტებული წვა, როგორ შევამციროთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაური, როგორ მოვუაროთ მანქანას, რათა იყოს ის ხარჯთეფექტური და მეტად ეკოლოგიური. როგორ და რა მახასიათებლებით უნდა ავარჩიოთ სითხე თუ ზეთი, რომელსაც ვიყენებთ ავტომობილისთვის და ასევე, სად უნდა მოხდეს ზეთებისა და სითხეების ნარჩენების ან აკუმულატორის გატანა განადგურების მიზნით.
 
 
მოცემული კითხვები ზრდის სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად მართვის ცნობიერებას მომავალ მძღოლებში. აქვე, გიზიარებთ რამოდენიმე საინტერესო კითხვის ჩამონათვალს:
 
 
რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?
 
არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ. რაც საწვავის ავზის გავსების შემდეგ ჩასასხმელი მოწყობილობა(პისტოლეტი)ავტომატურად გაითიშება.
 
 
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილეები მიგითითებენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალება გამოყოფს მუქი ფერის გამონაბოლქვს?
 
დაუყოვნებლივ უნდა გავაჩეროთ სატრანსპორტო საშუალება და შევამოწმოთ მისი გამართულობა
 
 
სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება გარემო რომ არ დავაზიანოთ?
 
ავტოსამრეცხაოში
 
 
როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?
 
სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვისას
 
 
 
როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?
 
მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
 
 
 
როგორ უნდა ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება გარემოს დაცვის მიზნით ?
 
შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით და შუქნიშანთან დავამუხრუჭოთ დროულად
 
 
 
ქალაქში, პიკის საათში მოძრაობისას რატომ იზრდება საწვავის მოხმარება, დროის სხვა მონაკვეთთან მოძრაობასთან შედარებით?
 
იმიტომ რომ სატრანსპორტო საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას მივმართავთ უფრო ხშირად
 
 
 
რისი დახმარებით მიიღწევა საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება?
 
შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ფეხით მოძრაობით
 
 
 
რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეულ ხმაურის მატებას?
 
მაყუჩის გაუმართაობა
 
 
 
სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისთვის რომ დაზოგოთ საწვავი?
 
საბარგულში