დაარეგისტრირე მოპედი და დასაჩუქრდი
07 February, 2022

გრინვეიში მოპედის რეგისტრაციისას დასაჩუქრდები!

 

მოდი გრინვეის თბილისის ნებისმიერ ფილიალში, გაიარე პირველადი დათვალიერება, დარეგისტრირდი და მიიღე საჩუქრად მოპედის 2 და 4 ტაქტიან ზეთებზე -𝟮𝟬% იანი ფასდაკლება ამბოლისგან.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გახდა AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია.

 

ცვლილება შეეხო მოპედებს, მსუბუქ კვადროციკლებს, ასევე სატრანსპორტო საშუალების „A2“ ქვეკატეგორიას, კერძოდ - მოტოციკლს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს.

 

2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 28 მარტამდე  მოპედების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

 

2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება. თუმცა, 26 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს საშეღავათო პერიოდი, რომლის დროსაც საფასური 40 ლარს შეადგენს. 27 თებერვლიდან მომსახურების საფასური გახდება 60 ლარი. 
 

ამიტომ დაიჭირე თადარიგი და მოდი გრინვეიში. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, დაურეგისტრირებელი მოპედები დაჯარიმდებიან 200 ლარით.

 

გაითვალისწინეთ რომ თანხის გადახდა გრინვეის ფილიალებში ხდება მხოლოდ ბარათით.

 

მოპედის რეგისტრაციისას მოპედის მფლობელმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ასევე სასურველია (მაგრამ არასავალდებულო) თან ჰქონდეს ნებისმიერი სხვა საბუთი მოპედის შესახებ (ინვოისი, ხელშეკრულება, განბაჟების დოკუმენტები და ა.შ).

 

მფლობელად რეგისტრირდება ის პიროვნება ვისაც მოყავს მოპედი. აუცილებლად უნდა მოხდეს ვინკოდის იდენტიფიცირება მოპედზე/ვინკოდი არ უნდა იყოს დაზიანებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტი დარეგისტრირდა მოპედად, საკმარისია AM კატეგორიის ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა. AM კატეგორიის მართვის მოწმობა ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდით.

 

თუ ტრანსპორტი დარეგისტრირდა მოტოდ საჭიროა A1/A2 კატეგორიის მართვის მოწმობა, სადაც ბარდება როგორც თეორია, ასევე პრაქტიკა.

 

მართვის მოწმობის გამოცდებისთვის უნდა მიმართონ შსს მომსახურეობის სააგენტოს - 032 2 41 91 91

 

ხშირად მომხმარებელი არ ეთანხმება მოტოდ ტრანსპორტის დარეგისტრირებას და ითხოვს მის მოპედად დარეგისტრირებას. ამ შემთხვევაში ყველაზე საყურადღებოა ტრანსპორტის სიჩქარე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 45კმ/ს (მიუხედავად იმისა რა აქვს ძრავის მოცულობა ან კუბატურობა). თუ მომხმარებელი არ წარმოადგენს რამე დამადასტურებელ ცნობას ტრანსპორტის სიჩქარესთან დაკავშირებით (ცნობა ვალიდურად უნდა ცნოს სააგენტომაც) ამ შემთხვევაში რაც აწერია სპიდომეტრზე რეგისტრირდება იმ სიჩქარით (მიუხედავად იმისა, ანვითარებს თუ არა ამ სიჩქარეს ტრანსპორტი) და ხშირ შემთხვევაში მოტოდ.

 

თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ პროცესს, უნდა მიმართოს მომსახურეობის სააგენტოს ან მოიტანოს დამატებით ექსპერტიზის ცნობა, მაგალითად სამხარაულის.

 

მოპედის რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მისამართი,  საიდან გაიტანს დამზადებულ ნომერსა და ტექპასპორტს. აღნიშნული დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელი იქნება როგორც მომსახურეობის სააგენტოდან, ასევე გრინვეის იმ ფილიალიდან, საიდანაც გაკეთდა თავდაპირველი რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან ერთი კვირის თავზე.

 

ჩვენი მისამართები ნახე ბმულზე (გაითვალისწინეთ რომ მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ თბილისის ცენტრებში)

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკე - 0322997777