2023 წლის 3 ივნისიდან ძალაში შევიდა ორი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევებში შეიცვალა ინსპექტირების ვადები და ასევე შეიცვალა ჯარიმების საფასური.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბლოგს.
ცვლილება ცალკეულ შემთხვევებში ინსპექტირების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით:
პირველადი ინსპექტირების შემდეგ, ავტომობილის დახარვეზების შემთხვევაში, ავტომფლობელს მიეცემა 30 კალენდარული დღე.
30 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით ინსპექტირებაზე მოსული ავტომობილის კვლავ დახარვეზების შემთხვევაში, ავტომობილმა თავიდან უნდა გაიაროს პირველადი ინსპექტირება 10 კალენდარულ დღეში.
პირველადი ინსპექტირებისთვის ამჯერად ავტომობილის მფლობელს მიენიჭება 10 კალენდარული დღე და შესაბამისად გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს.
10 დღიანი ვადა ავტომფლობელს მიეცემა იმ დრომდე და იმდენჯერ, სანამ ავტომობილის მნიშვნელოვან და სახიფათო ხარვეზებს არ აღმოფხვრის.
შესაბამისად, ყოველ ჯერზე, მანამ, სანამ არ გაივლის ტექინსპექტირებას, გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების ღირებულებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ:
ავტომობილის ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექინსპექტირებას, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.
იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება - ფიზიკური პირის შემთხვევაში 300 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარამდე
კვლავ 30 დღის გასვლის შემდგომ იგივე სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის არის 500 ლარი, იურიდიული პირისთვის - 700.
გაითვალისწინეთ, 500 ლარიანი და 700 ლარიანი ჯარიმის ოდენობა მოქმედებს ყოველ მომდევნო 30 დღეზე.