ტექდათვალიერების პროცესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ხშირად აინტერესებთ თუ კონკრეტულად რა კომპონენტებზე მოწმდება მათი ავტომობილი.
ეს კომპონენტებია:
ა) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
ბ) სამუხრუჭო აღჭურვილობა;
გ) საჭით მართვის სისტემა;
დ) ხილვადობა;
ე) ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
ვ) ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
ზ) შასი და მისი შემადგენლები;
თ) სხვა მოწყობილობები;
ი) უარყოფითი ზემოქმედება;
კ) დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
სრულ შემოწმებას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდება. თქვენი უსაფრთხოების მიზნით საინსპექციო სივრცეში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ არ იღელვოთ, რადგან თქვენი ავტომობილი საიმედო სპეციალისტების ხელშია, თქვენ კი შეგიძლიათ სრულ პროცესს მოსაცდელი ოთახიდან ადევნოთ თვალი.