კონფიდენციალურობის პოლიტიკა (ვებგვერდისთვის)


ბოლო განახლების თარიღი: 02/09/2025

სს „გრინვეი საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია თქვენი პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა კონფიდენციალურობის საუკეთესო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ინფორმირება, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ თქვენზე და რისთვის ვიყენებთ.

ამ პოლიტიკაში აღწერილია კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესები (მათ შორის, ჩვენი ვებგვერდის - მეშვეობით), წარმოდგენილია თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები და მათი რეალიზების მექანიზმები. გთხოვთ, აღნიშნულ პოლიტიკას გაეცნოთ ყურადღებით, რათა შეიტყოთ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომებისა და პრაქტიკის შესახებ.

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


ვინ ვართ და როგორ დაგვიკავშირდეთ?


კომპანიის სრული სახელწოდება და პროფილი: სს „გრინვეი საქართველო“, ს/კ: 404867006 (შემდეგში „ჩვენ“, „გრინვეი“ ან/და „კომპანია“) საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლოატაციაში არსებული და რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს. კომპანია აკრედიტებულია სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

თქვენ მიერ ამ ვებგვერდის გამოყენებისას გრინვეი მოქმედებს როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებლი პირი.

მისამართი და საკონტაქტო მონაცემები: ვაკის რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა №6. თბილისი, საქართველო; ტელ: +995 322 997 777; ელ.ფოსტა: .

ამ პოლიტიკასთან ან/და გრინვეის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - შპს “Privacy Professionals“ (ს/კ: 405682916). ელ. ფოსტა: .


რა მონაცემებს ვამუშავებთ?


ჩვენ, როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გვესაჭიროება ინფორმაცია მომსახურების გასაწევად და აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ როგორც თქვენგან ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან. ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემების ძირითადი კატეგორია მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს:

სარეგისტრაციო მონაცემები, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, სახელი, გვარი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, ავტომობილის ტიპი, ავტომობილის ფლობის დადასტურება, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ავტომობილის სარეგისტრაციო და ტექნიკური მონაცემები/მახასიათებლები და მომსახურების გასაწევად აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

ჩვენ მიერ დამუშავებული მონაცემების შეგროვება აუცილებელია საკანონმდებლო თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. მონაცემთა შეგროვებისას შეგატყობინებთ თუ რა მონაცემებია სავალდებულოდ მოსაწოდებელი და რა შედეგები შეიძლება დადგეს მათი მოუწოდებლობის შემთხვევაში.

ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ უშუალოდ თქვენგან, როდესაც საკუთარი ნებით გვაწვდით მაგალითად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მომსახურების დაჯავშნისას შესაბამისი ინფორმაციის შევსების გზით. ასევე, ვამუშავებთ სხვა წყაროებიდანაც, მაგალითად, როდესაც ხდება თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის გადამოწმება.

არასრულწლოვნის მონაცემები: ეს ვებგვერდი არ არის განკუთვნილი 16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის და ჩვენ არ ვაგროვებთ მათთან დაკავშირებულ მონაცემებს. თუ შევიტყობთ, რომ 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის მიერ მოხდა მის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესასრულებლად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, წავშლით ამ მონაცემებს.


აუდიომონიტორინგი


გრინვეი ახორციელებს ცხელ ხაზზე შემომავალი/გამავალი ზარების აუდიოჩაწერას/აუდიომონიტორინგს თქვენი წინასწარი ინფორმირების პირობებში. აუდიომონიტორინგის და ჩანაწერების შენახვის ძირითადი მიზნებია: მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების და სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა. აუდიომონიტორინგის საფუძველია კომპანიის ლეგიტიმური ინტერესები, თქვენთვის მომსახურების გაწევის აუცილებლობა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება. გრინვეის კანონიერი ინტერესებია: ხარისხიანი და კანონშესაბამისი მომსახურების გაწევა და მომხმარებლის პრეტენზიების საფუძვლიანი შესწავლა. ასევე, გრინვეის მიერ გაწეულ მომსახურებასთან/შემდგარ კომუნიკაციასთან დაკავშირებული დავების წარმოშობისას შესაბამისი მტკიცებულების შექმნა; ტექნიკური ინსპექტირების სფეროში კომპანიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება.

სატელეფონო საუბრისას იმ მონაცემების გრინვეისთვის მიწოდება, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად, თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად ან/და კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, სავალდებულოა. თუ არ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ შევძლებთ გაგიწიოთ მომსახურება ან/და შევასრულოთ თქვენი მოთხოვნები.

ჩანაწერები ინახება ზემოაღნიშნული კანონიერი მიზნების მისაღწევად აუცილებელი და გონივრული ვადით. ზემოაღნიშული მიზნების მიღწევის შემდეგ ჩანაწერები იშლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი შენახვა განსაზღვრულია კანონმდებლობით.


მონაცემთა დამუშავების მიზნები


გრინვეიში თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვადასხვა მიზნით, თუმცა მიზანი ყოველთვის არის კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი. „კომპანიაში“ თქვენი მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია, მონაცემების დამუშავების მიზნის მისაღწევად.

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნით (აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიუკერძოებლად და ეფექტიანად განხორციელება;


კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება, შესაბამისობის უზრუნველყოფა;


ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;


დანაშაულის პრევენცია;


პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით;


პოტენციური მომხმარებლის მოძიება და მისთვის მომსახურების გაწევა.


მონაცემთა დამუშავების საფუძველი


„კომპანიაში“ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მონაცემთა დამუშავების დროს შესაძლოა არსებობდეს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე საფუძველი.

ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის, თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული ან სხვა შესაბამისი ფორმით;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა გრინვეის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემები კანონმდებლობის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსათვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გრინვეის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად.

თქვენი მონაცემების მიმღები პირები


ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. თუმცა, პერსონალური მონაცემების გადაცემა/გამჟღავნება მესამე პირებისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიმღები შესაძლოა იყოს:

  • კანონმდებლობით განსაზღვრული უწყებები/დაწესებულებები, როგორიცაა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტო"; სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრი; შემოსავლების სამსახური; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
  • გარიგების მონაწილე მხარეები ან მათ წარმომადგენლები;
  • მომსახურების პროვაიდერები - მათ შორის და არამხოლოდ: გრინვეის გარე აუდიტორები, საკურიერო ან/და კვლევითი ორგანიზაციები, IT სერვისის მომწოდებლები (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირები;
  • გრინვეის ჯგუფის კომპანიები თქვენი თანხმობის არსებობისას;
  • სხვა პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომელიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს გრინვეისთვის ან კომპანიის სახელით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გრინვეის გაფორმებული აქვს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე გრინვეი ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, უზრუნველყოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც დაიცავს თქვენს მონაცემებს, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მონიტორინგს უწევს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მისი ვალდებულებების შესრულების პროცესს - მისი წარმომადგენლების მეშვეობით ამოწმებს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სამუშაო ადგილს, სადაც ხორციელდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და ადგილზე ახორციელებს ინსპექტირებას მონაცემთა უსაფრთხოებისთვის გატარებული ღონისძიებების შემოწმების მიზნით. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის გრინვეისა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სანქციებს.

მონაცემთა შენახვის ვადა


მონაცემები შეინახება თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, იმ ვადით, რაც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, მათ შორის, თქვენთვის მომსახურების გაწევის შემდგომაც, თუ ეს საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

კონფიდენციალობის გარანტიები

გრინვეი უზრუნველვყოფს მოწოდებული ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვჩვენ ზრუნავთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა, ვიხსნით პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მოწოდების დროს (მათ შორის, ინფორმაციის დისტანციურად მოწოდებისას).

თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე. თქვენი მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში, შეგიძლიათ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე და შეძლებისდაგვარად მყისიერად, თუმცა, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა მოვახდენთ რეაგირებას და ავსახავთ ცვლილებებს შესაბამის მონაცემთა ბაზებში.

გრინვეი იღებს სათანადო უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას მის კონტროლის ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, მათი უკანონო გამოყენებისგან და გამჟღავნებისგან, განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან.

კომპანია უზრუნველვყოფს ასევე უსაფრთხოების სათანადო ზომებსა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც შეგროვებული ინფორმაციისა და ჩვენი ბიზნესის თავისებურებების თანაბარზომიერია.

ჩვენ გულისხმიერად ვეკიდებით თქვენი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის უფლებებს და წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თქვენ მონაცემებს გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს კანონი, მარეგულირებელი ან/და სამართალდამცავი ორგანოები, ან/და საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თქვენი მონაცემთა დაცვის უფლებები


თქვენ, გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ კანონმდებლობით მონიჭებული ყველა უფლებამოსილებით. მათ შორის:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, ჩვენ და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მოსთხოვოთ იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენ შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

ა) თქვენ შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;

ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;

გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;

დ)მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;

ე) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

ვ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ, ჩვენთან და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან გაეცნოთ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, ჩვენ და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, ჩვენ და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მოსთხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

  • მონაცემთა დაბლოკვის უფლება

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ, ჩვენ და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;

ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;

გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;

დ) თქვენ მოითხოვეთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;

ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.

  • მონაცემთა გადატანის უფლება

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ჩვენი მხრიდან ტექნიკურად შესაძლებელია, უფლება გაქვთ, ჩვენგან და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  • თანხმობის გამოხმობის უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ამ შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით ან გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ იარსებებს.

თქვენ უფლება გაქვთ, თანხმობა გამოიხმოთ იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადეთ. ამასთან, ამასთან აღნიშნულის განხორციელება ასევე შეგიძლიათ ჩვენს იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გამოგზავნის, ჩვენს ტელეფონის ნომერზე (0322 997 777) დაკავშირებით, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნის ან ჩვენს ნებისმიერ ოფისში მოთხოვნის გაცხადების გზით.

თქვენ უფლება გაქვთ თანხმობის გამოხმობამდე მოგვთხოვოთ და მიიღოთ ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზებისთვის ჩვენ მოვახედენთ თქვენს იდენტიფიკაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს ან ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილ პირს.

  • გასაჩივრების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამასთან, ჩვენი ქმედების გასაჩივრების უფლებამოსილება გაქვთ ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: -ზე.

  • პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცხადებული თანხმობის გამოხმობის უფლება

თქვენ ასევე გაქვთ უფლება გამოიხმოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება თქვენ მიმართ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თანხმობის გამოხმობის უფლება გაქვთ ჩვენს ტელეფონის ნომერზე (0322 997 777) დარეკვის, ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: ელექტრონული შეტყობინების გამოგზავნის ან ჩვენს ნებისმიერ ოფისში მოთხოვნის გაცხადების გზით.

ზემოაღნიშნული უფლებები არააბსოლუტურია და შესაძლოა შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაში ან პოლიტიკის არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, გექნებათ საშუალება გაეცნოთ შეცვლილ პირობებს. ეს პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელსაც ვებგვერდის მეშვეობით ვამუშავებთ თქვენს შესახებ.