ცვლილება მეორადი ინსპექტირების საფასურში
13 December, 2022

2023 წლის იანვრიდან, იგეგმება ტექინსპექტირების რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება, გამონაბოლქვის ცვლილებასთან ერთად ძალაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, განმეორებითი ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით.

 

მთავრობის #562 დადგენილების მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ რომ,  ამ დრომდე 1 თვის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო.

 

2023 წლის 1 თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება 30 ლარი ეღირება; დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარია, განმეორებითის 20 ლარი.

 

M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური განისაზღვრება 15 ლარით.

 

ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტურია.

 

იხილეთ ფასები ცხრილში

 

 

ამ და სხვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ გრინვეის ვებ  და Facebook გვერდს