Vamos გრინსპექტორ!
06 August, 2019

გრინვეი შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერთ იდეის გარშემო - შექმნას უკეთესი გარემო და მისცეს თანაბარი შესაძლებლობები ყველას.

 

ნებისმიერ კომპანია დგას თავის თანამშრომლებზე და თითოეული მათგანის წარმატებას, მოტივაციას და კვალიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმატებისთვის.

 

სწორედ ამიტომ, გრინვეიმ შექმნა სპეციალური პროექტი - „Vamos გრისპექტორს“ და 10 სუპერ გრინსპექტორს კვალიფიკაციის ასამაღებლად გააგზავნის ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში.

 

ბარსელონაში გრინსპექტორები ტრეინინგს გაივლიან მსოფლიო ბრენდ კომპანიაში „Applus“-ში, რომელიც ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას მსოფლიოს 70 ქვეყანაში ახორციელებ'ს.

 

ვინ შეიძლება გაემგზავროს ბარსელონაში?

 

ბარსელონაში #1 ბრენდ კომპანია „Applus“-ში გამგზავრების შანსი აქვს გრინვეის ნებისმიერ ინსპექტორს.

 

ბარსელონაში გასამგზავრებლად შეირჩევა:

თბილისის საუკეთესო სერვის ცენტრის შვიდი თანამშრომელი;

აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო სერვის ცენტრის მენეჯერი;

დასავლეთ საქართველოს საუკეთესო სერვის ცენტრის მენეჯერი;

დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი;

 

საუკეთესოთა გამოვლენა მოხდება 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სერვის ცენტრების შედეგების შედარების საფუძველზე. მთავარი კრიტერიუმია სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გატარებული ავტომობილების რაოდენობა და მომსახურების მაღალი ხარისხი.

 

გრინსპექტორები ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში 2020 წლის მარტში გაემგზავრებიან.