დღეს “ საპარტნიორო ფონდი“- სა და “სტარატ საქართველო“-ს წარმომადგენლებისათვის ინოვაციური პროექტის,- GREENWAY-ს პრეზენტაცია გაიმართა.
28.07.2017  832

დღეს “ საპარტნიორო ფონდი“- სა და “სტარატ საქართველო“-ს წარმომადგენლებისათვის ინოვაციური პროექტის,- GREENWAY-ს პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცხნეს ის უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას იძლევა საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს, უცხოელ სტუდენტს, საერთაშორისო გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დღე-ღამის (24/7) ნებისმიერ დროს, მინიმალურ ფასად ჰყავდეთ საიმედო პირადი ადვოკატი, რომელიც კვალიფიციურად დაიცავს მათ ინტერესებს ყველგან, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას. 
სტუმრები გაეცნენ 24 საათიანი ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკას, რომლის მეშვეობითაც, სერვისით მოსარგებლე პირებს, საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


სხვა სიახლეები