დღეს „პირადი ადვოკატის სააგენტო“-სა და ავიაკომპანია “ ატლასგლობალ ჯორჯია“-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
20.07.2017  1135

დღეს „პირადი ადვოკატის სააგენტო“-სა და ავიაკომპანია “ ატლასგლობალ ჯორჯია“-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ამ ორი კომპანიის პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას, საქართველოში ტურიზმის და საკუთარი პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმონ ერთობლივი კამპანიები, უზრუნველყონ ამ პროდუქტის მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომობა და შეთავაზება.

„ატლასგლობალ ჯორჯია“ მუდმივად ზრუნავს საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ისეთი ინოვაციური სერვისების მქონე კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ტურიზმის სფეროში მომსახურების განვითარებაზეა ორიენტირებული, ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც თავად ამ კომპანიებისათვის, ისე საქართველოში ტურიზმის ინდუსტიის ხელშეწყობისათვის.

 

 


სხვა სიახლეები