პირადი ადვოკატის სააგენტოს ინოვაციური პროექტი
28.03.2016  1847

2016 წლის 28 დეკემბერს საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში  ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. მათ  შორისაა შპს „პირადი ადვოკანტის სააგენტოს“ ინოვაციური პროექტი, რომელიც იურიდიული მომსახურების სფერორს განვითარებას ისახავს მიზნად.


 „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ. „ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „სტარტაპ საქართველოს" ფონდის შექმნას მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა.


 მთავრობის მეთაურმა პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებულ ბიზნესმენებს, რომელთაც დაფინანსების მისაღებად სრულიად ახალი იდეის წამოყენება გაბედეს, გამარჯვება მიულოცა. პრემიერმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასოდეს იფიქრონ, რომ მათზე ადრე ვინმემ ესა თუ ის იდეა განახორციელა, ან რაიმეს გაკეთება არ ღირს. „ყოველთვის ღირს! თქვენ მიერ გადადგმული 10 ან 100 ნაბიჯიდან, ერთიც რომ გამოდგეს სწორი, მაინც ღირს, რადგან მან, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ არის ეს მაგარი პროექტი და განსაკუთრებით გილოცავთ", - მიმართა პრემიერმა გამარჯვებულებს.


პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. პროგრამის განხორციელებით ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რეალური შანსი მივეცით საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება,”-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყნისათვის ამ უმნიშნელოვანესი პროექტის გამარჯვებულები და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი სტანდარტი დავნერგოთ. კომპანიის ინოვაციური საქმიანობის მიზანია, ყველა ვიზიტორისა და ბიზნესის კეთების მსურველი კომპანიებისათვის საქართველო უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს.


სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი შპს „პირადი ადვოკატის სააგენტოს“ პროექტი: „GREENWAY“ თავისი შინაარსითა და მასშტაბებით სრულიად ახალია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის და აქამდე აუთვისებელი სეგმენტის მომსახურების სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს, რომლის მთავარი ადრესატი არის ადამიანი, მისთვის შექმნილი გაუმჯობესებული სერვისები და უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიები.


სხვა სიახლეები