ვაკანსია

შპს "პირადი ადვოკატის სააგენტო", სახელმწიფოს მხარდაჭერით, იურიდიული მომსახურების სფეროში ინოვაციური პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იურისტებისათვის, აცხადებს ორ თავიან ვაკანსიას სტაჟირებაზე ტურისტებისა და ტვირთგადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პირადი იურისტის ვაკანსიაზე, შემდგომი ანაზღაურებადი დასაქმებით.

კომპანია იურისტის 2 ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს:

მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება;
** რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; (ან ორი ნებისმიერი სხვა უცხო ენის ცოდნა)
** საქართველოს რეგიონებში მუშაობის შესაძლებლობა;
** ღამის საათებში მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია, ადვოკატის ლიცენზიის ქონა.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პროექტი "GREENWAY" შანს აძლევს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, მათ შორის ბაკალავრებს და მაგისტრებს, იმუშაონ თავისი შინაარსით სრულიად ინოვაციურ პროექტზე და პროფესიული განვითარების საწყის ეტაპზევე, მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

შპს "პირადი ადვოკატის სააგენტო" სს "საპარტნიორო ფონდის" (შპს სტარტაპ საქართველოს) რჩეული პროექტი და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი კომპანიაა, რომლიც იურიდიული მომსახურების სფეროში მასშტაბური, ინოვაციური პროექტის,- GREENWAY-ს განხორციელებას იწყებს. კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ახორციელებს ტურისტისა და ტვირთ გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების 24 საათიან იურიდიულ მომსახურებას ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.

** კომპანიის სერვისით მოსარგებლე ყველა სუბიექტს საშუალება ექნება მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ 24/7 იურიდიული კონსულტაცია
** საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის, ან დანაშაულის შედეგად დაზარალების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში ისარგებლონ პირადი ადვოკატის მომსახურებით, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დაიცავს მათ ინტერესებს როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში.
** საბაჟო კონტროლისა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, განბაჟების პროცედურებისას წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში, სერვისით მოსარგებლე მძღოლების ინტერესებს დაიცავს მათი პირადი ადვოკატი

სტაჟირების პერიოდში სტაჟიორს მთლიანად აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება შესაბამისი ანაზღაურებით.

გთხოვთ, მსურველებმა ფოტოსურათიანი CV გამოაგზავნოთ მისამართზე info@greenway.ge. ჩვენი HR დეტალების თაობაზე თავად დაგიკავშირდებათ.

ტელ: 2 033 000