ჩვენს შესახებ

„პირადი ადვოკატის სააგენტო“  სს „ საპარტნიორო ფონდის“ (შპს „სტარტაპ საქართველოს“) რჩეული პროექტი და სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობით შექმნილი კომპანიაა, რომელიც მომსახურების სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი,  მინიმალურ ფასად, საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს,   საერთაშორისო გადამზიდი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს, ასევე იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განმხორციელებელ იურიდიულ პირებს, მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მათ გადაადგილებას უფრო მეტად კომფორტულს, დაცულს და უსაფრთხოს გახდის.


კომპანიის ინოვაციური საქმიანობის მიზანია, ყველა ვიზიტორისა და ბიზნესის კეთების მსურველი კომპანიებისათვის საქართველო უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახადოს. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი შპს „პირადი ადვოკატის სააგენტოს“ ინოვაციური პროექტი: „GREENWAY“ - ს მომსახურება მოიცავს საბაჟო, საგადასახადო, ადმინიტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებს, მათ შორის :

• კომპანიის სერვისით მოსარგებლე ტურისტებს, ასევე იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი გადამზიდი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს, ასევე კონტეინერის მფოლბელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საშუალება ექნებათ ისარგებლონ 24/7 იურიდიული კონსულტაციით ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.


• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის, ან დანაშაულის შედეგად დაზარალების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში შემთხვევის ადგილზე მივა მათი პირადი ადვოკატი და კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს. საჭიროების შემთხვევაში დაიცავს მათ ინტერესებს როგორც  გამოძიებაში, ასევე სასამართლოში.


• ავტოავარიის შემთხვევაში, მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე მივა სერვისით მოსარგებლე მძღოლის პირადი ადვოკატი და უშუალოდ ჩაერთვება სამართლებრივ პროცედურებში.


• კომპანია გაასაჩივრებს და სასამართლოში დაიცავს იმ მძღოლების ინტერესებს, რომელთაც საპატრულო პოლიციის მიერ გამოყენებული  ჯარიმები უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნიათ.


• საბაჟო კონტროლისა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, განთავსდება კომპანიის მომსახურების ოფისები და განბაჟების პროცედურებისას წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების დროს, სერვისით მოსარგებლე პირთა ინტერესებს დაიცავს შესაბამისი ენის მცოდნე კვალიფიციური ადვოკატი.


ჩვენი გუნდის ნაწილი, შეიძლება იყო შენც!!!

• საბაჟო კონტროლისა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, განთავსდება კომპანიის მომსახურების ოფისები და განბაჟების პროცედურებისას წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების დროს, სერვისით მოსარგებლე პირთა ინტერესებს დაიცავს შესაბამისი ენის მცოდნე კვალიფიციური ადვოკატი.


• საქართველოში საზღვაო გადაზიდვით კონტეინერების ან საავტომობილო ტრანსპორტით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის  შემოტანისას წარმოშობილი საგადასახადო სამართალდარღვევების საქმეებში, მეწარმე სუბიექტების ინტერესებს დაიცავს მათი პირადი ადვოკატი.


• უკანონო და დაუსაბუთებელი სანქციების გამოყენების შემთხვევაში, კომპანიის იურისტები სერვისით მოსარგებლე პირთა ინტერესებს დაიცავენ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებულ საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოში და სასამართლოში


შპს „პირად ადვოკატის სააგენტოს“ პროექტის „Greenway“-ს მომსახურების პაკეტის შეძანა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ, კომპანიის ვებ გვერდის  www.gw.ge მეშვეობით, რომელიც ინტეგრირებულია  ქვეყნის წამყვანი ბანკის  (tbc bank) გადახდის დაცულ და უსაფრთხო სისტემასთან. სერვისით მოსარგებლე თითოეულ რეგისტრირებულ სუბიექტს ექნება საკუთარი პროფილი და აქტივობების ისტორია.


GREENWAY-ს ამ მრავალპროფილური ინოვაციური მომსახურების ღირებულება, კომპანიის სერვისით მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, დღეში მხოლოდ 10 აშშ დოლარი ეღირება, რაც ბაზარზე არსებული ტარიფების ფონზე სრულიად უნიკალური ფასია და პროექტის ინოვაციურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.


კომპანიის მომსახურება აქტიურდება მისი შეძენიდან 24 საათში ( ან შეძენიდან მეორე დღის დილის 10 საათზე )


სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი შპს „პირადი ადვოკატის სააგენტოს“ პროექტი: „GREENWAY“ თავისი შინაარსითა და მასშტაბებით სრულიად ახალია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის და აქამდე აუთვისებელი სეგმენტის მომსახურების სფეროში, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს, რომლის მთავარი ადრესატი არის ადამიანი და ბიზნესის მწარმოებელი კომპანიები,  მათთვის შექმნილი გაუმჯობესებული სერვისები და უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიები.