წესები და პირობები

სამართლებრივი მომსახურების შესახებ შეთანხმების პირობები:

1. სამართლებრივი მომსახურების გამწევი მახრეა შპს „პირადი ადვოკატის სააგენტო" (ს/ნ 405186374)  წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი კონდახიშვილის მიერ (შემდგომში სააგენტო).

2. სამართლებრივი მომსახურების მიმღები მხარეა ტურისტი/ვიზიტორი,- ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა მომსახურების შეძენა (შემდგომში კლიენტი) უშუალოდ მის მიერ ან და დაინტერესებული იურიდიული პირის ( მაგ: ტურისტული კომპანიის ან სასტუმროს) მიერ (შემდგომში შემძენი).

3. მომსახურების შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმში სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.gw.ge)  მეშვეობით.

4. მომსახურების შეძენისას სავალდებულოა წინასწარ მიეთითოს მომსახურების მიმღები კონკრეტული ტურისტის/ვიზიტორის  (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), მომსახურების მოქმედების კონკრეტული დღე/დღეები, ასევე სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე  ზუსტად შეივსოს  ყველა სავალდებულო გრაფა. გრაფების შევსების სიზუსტეზე პასუხს აგებს შემძენი, უზუსტობის შემთვევაში მას გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ დაუბრუნდება. სააგენტო ასევე პასუხის არ აგებს თუკი მომსახურების საფასურის გადახდა მოხდა არა საბანკო ბარათის მესაკუთრის, არამედ მესამე პირის მიერ უკანონოდ დაუფლებული (მოპარული, ნაპოვნი და ა.შ) საბანკო ბარათის (ან ბარათის მონაცემების) გამოყენებით, ან/და  საბანკო ბარათის მესაკუთრის ნებართვის გარეშე. საბანკო ბარათის მესაკუთრის სურვილის, განცხადებისა, თუ მოთხოვნის მიუხედავად, უკვე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

5. უკვე შეძენილი მომსახურების მოქმედების დღის/დღეების შეცვლა არაა შესაძლებელი. კლიენტმა მისთვის სასურველი სხვა დღეების მომსახურება უნდა შეიძინოს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული წესების დაცვით და გადაიხადოს შესაბამისი საფასური. გამოუყენებელ მომსახურების დღეებზე უკვე გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.

6. კლიენტი იძენს მომსახურების კონკრეტულ დღეს/დღეებს, რომელიც აქტიურდება შეძენის დღის მომდევნო დღის 10 საათზე. თუ პირი რამდენიმე დღით/თვით ადრე შეიძენს მომსახურების კონკრეტულ დღეს, სერვისი აქტიური იქნება ამ დღის 10 საათიდან. კომპანიას მომსახურების გაწევის ვალდებულება უჩნდება მხოლოდ მომსახურების შეძენის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ პრობლემაზე.

7. მომსახურების დღიური საფასურია 3 (სამი) აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში ) მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუკი  წინამდებარე პირობების შესაბამისად არ წარმოიშვა სამართლებრივი მომსახურების გაწევის სავალდებულო წინაპირობა ან/და ასეთი წინაპირობის წარმოშობის მიუხედავად კლიენტმა არ მოითხოვა სამართლებრივ მომსახურების გაწევა ამ ხელშეკრულების მე-12 პუნქტის შესაბამისად.


8. მომსახურების საფასურის გადახდად ითვლება სააგენტოს საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის ასახვა.

9. სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე  რეგისტრაციის (რაც გულისხმობს ყველა სავალდებულო გრაფის შევსებას ), მომსახურების საფასურის გადახდის და ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის დადასტურებისთანავე (შემდგომში მომსახურების შეძენა) დადებულად ითვლება სააგენტოსა და კლიენტს/მყიდველს შორის სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება წინამდებარე პირობებით; მომსახურების შეძენა გულისხმობს, რომ მომსახურების შემძენი და კლიენტი იცნობენ და თანხმდებიან ყველა წინამდებარე პირობას.

10. კლიენტს ( ფიზიკური პირი: ტურისტი ) მომსახურების შეძენის შემდეგ, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიუვა შეტყობინება მომსახურების შეძენის დადასტურების თაობაზე შეძენილი დღის/დღეებისა და მომსახურების აქტივაციის დროის მითითებით.

დაინტერესებული იურიდიული პირი (მაგალითად: ტურისტული კომპანიას ან სასტუმოს) მომსახურების ტურისტის/ვიზიტორის სასარგებლოდ შეძენის შემთხვევაში, ავსებს როგორც კლიენტისთვის განკუთვნილ, ისე შემძენი კომპანიის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა გრაფას. მომსახურების შეძენის შემდეგ, იურიდიულ პირს, ელექტონული ფოსტის მისამართზე, ხოლო მძღოლს,- ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიუვა შეტყობინება მომსახურების შეძენის დადასტურების თაობაზე შეძენილი დღის/დღეებისა და მომსახურების აქტივაციის დროის მითითებით.

11. სამართლებრივი მომსახურების მიღების სავალდებულო კუმულატიური წინაპირობებია:

ა) მომსახურების გააქტიურება ხდება შეძნის დღის  მეორე დღის 10 საათიდან;

ბ) მომსახურების შეძენის შემდეგ ( აქტიურდება შეძენის დღის მომდევნო დღის 10 საათზე ) კლიენტის მიმართ ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი წარმოების დაწყება, ასევე მის წინააღმდეგ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი წარმოების დაწყება.

12. სამართლებრივი მომსახურების მიღების სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კლიენტმა აღნიშნულის შესახებ სატელეფონო ზარის შემვეობით უნდა შეატყობინოს სააგენტოს ქოლცენტრს (2 033 000) და მიაწოდოს ინფორმაცია მისი ვინაობისა და მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც ხდება სერვისის მომხმარებლის (კლიენტის) იდენტიფიცირება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში,  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

მომსახურების ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება ხდება კლიენტთან შეთანხმებით, რის საფუძველზეც კომპანიის იურისტები იღებენ გადაწყვეტილებას რეაგირების ფორმებზე, მათ შორის შემთხვევის ადგილზე გასვლის საჭიროებასთან დაკავშირებით.

13. იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნება სამართლებრივი მომსახურების მიღების ყველა სავალდებულო წინაპირობა, სააგენტო კლიენტისგან ქოლ-ცენტრში სატელეფონო ზარის შესვლიდან დაუყოვნებლივ, დაიწყებს კლიენტისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას.

14. სამართლებრივი მომსახურება მოიცავს:

ა) კლიენტის  24 საათიან სატელეფონო სამართლებრივ კონსულტაციას ქართულ, რუსულ, ინგლისურ ან თურქულ ენებზე;

ბ)სერვისით მოსარგებლე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის, ან დანაშაულის  შედეგად დაზარალების შემთხვევაში, კვალიფიციური პირადი ადვოკატის მომსახურებას, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს როგორც პოლიციასა და პროკურატურაში, ისე სასამართლოში. მათ შორის: შემთხვევის ადგილზე, პირველი დაკითხვსასა/გამოკითხვისას, პირველადი საჩივრის შედგენისას, დროებითი დაკავების იზოლატორიში, სასამართლოში პირველად წარდგენისას, სურვილის შემთხვევაში სასამართლოში პირველად წარდგენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას.


გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დროს GREENWAY-ს  პირადი ადვოკატის სამართლებრივი მომსახურება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლო ინსტანციებში.


15. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით პირდაპირ გაწერილი მომსახურების მიწოდებას, თუ კლიენტს/მომხმარებელს ექნება სურვილი სააგენტოსაგან მიიღოს დამატებითი/განსხვავებული მომსახურება, რაც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, აღნიშნული მომსახურების გაწვა სააგენტოს მიერ მოხდება მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, რა დროსაც სააგენტოს მიერ მოხდება კლიენტთან უკვე არსებული თანამშრომლობის გათვალისწინება.


16. წინამდებარე შეთანხმების მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა. დავის არსებობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.


17. შემძენის მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული მონაცემები არის კონფიდენციალური.


18. სააგენტოს ოფიციალური ვებდვერდის (www.gw.ge) გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი გადარიცხვის  უსაფრთხოება დაცულია კონტრაქტორი საბანკო დაწესებულების მიერ (თიბისი ბანკი )